მაგდანოზი – (ქართლი) ოხრახუში
მათლაფა - ღრმა თეფში
მაკვრიელი – (რაჭა) მეკვლე
მამიედით – (ხევსურ) მოდით ჩემთან
მამეხიბლება - (ხევსურ) წამიხდება
მამჩალნი – (ხევსურ) დარჩენილნი
მარგილი – (ქართლი) სარი
მაშა - ნაკვერჩხლის ასაღები
მაძე - (ფშაურ) მადევს
მიყრუებული –(გურია) ითქმის ძალიან ხანდაზმულ ადამიანზე (სიტყვიდან ყრუ), მიყრუებული სოფელი – ძალიან დაშორებული სოფელი
მიხქადიან – (ხევსურ) ემუქრებიან
მოკუნცხული – (გურიაში) მოხრილი, (კუნცხვა – მოხრა)
მოწონიება – (გურიაში) ახლოს მოტანა
მოჯღუნული – (გურია) მოღუშული
მუდრეგი - (კახეთი) ხეპრე, გაუთლელი
მუტრუკი - (კახეთი) ჩოჩორი, ვირის შვილი
მყოლი – (ხევსურ) პატარძლის მხლებელი, მაყარი